15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ადიზესის ინსტიტუტსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს, პარტნიორობის გაღრმავებასა და კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ადიზესის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული საგნის დამატებას, რომლის ძირითადი თემატიკა ორგანიზაციაში ცვლილებების ეფექტური მართვა იქნება. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ტრენინგ პროგრამას კომპანიების აღმასრულებელი წარმომადგენლებისთვის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ადიზესის ინსტიტუტის პრეზიდენტმა შოჰამ ადიზესმა.