ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

3 დეკემბერი 2018

1-ლ დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა, თემებზე: „მარკეტინგმა რა ჰქმნა?!", „სტრატეგიის როლი ბიზნესში" და „ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში."

 

მონაწილეებმა მოისმინეს მოკლე ლექციები და გაანალიზეს კონკრეტული შემთხვევები. ვორკშოპის მიმდინარეობისას, მათ დაურიგდათ ქეისები, უპასუხეს კითხვებს და შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც მათი აზრით, კონკრეტული კომპანიისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა.

 

„მარკეტინგმა რა ჰქმნა?!" მომხსენებელი იყო კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა. ვორკშოპის მიზანს მარკეტინგის შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

 

„სტრატეგიის როლი ბიზნესში“ მომხსენებელი კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორი, რუსუდან ჩაჩანიძე იყო. ვორკშოპზე აბიტურიენტებმა, ლექტორთან ერთად, სტრატეგიული მართვის პროცესი მიმოიხილეს.

 

ვორკშოპის, „ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ მიზანი ფინანსების შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნა იყო, ვორკშოპზე მომხსენებელი ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ერეკლე პირველი იყო.

 

ვორკშოპის დასრულების შემდეგ, მსმენელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.