საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია

9 ივნისი 2018
8 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევების და დაგეგმვის სამმართველომ საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
 
აღნიშნულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს კვლევის მეთოდები და შედეგები. ღონისძიება გახსნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ. პრეზენტაციას უძღვებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე, რომელიც ამავე დროს ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორია.
  
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტები და სკოლის ადმინისტრაცია.