სასერტიფიკატო პროგრამა „საქართველო და ევროინტეგრაცია"

4 აპრილი 2019

1-4 აპრილს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებისათვის განხორციელდა სასერტიფიკატო პროგრამა „საქართველო და ევროინტეგრაცია“.

 

პროგრამის მიზანი იყო სტუდენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის სტრუქტურებისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის შესახებ.

 

პროგრამას გაუძღვა გურანდა ჭელიძე - ისტორიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს საპროექტო  წინადადება თემაზე "ტურიზმის განვითარების საჭიროებები აჭარაში".

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.