11 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო (1918-2018)“.
ლექცია ეხებოდა ჩვენს სამშობლოს ბოლო 100 წლის განმავლობაში სამი სხვადასხვაგვარი რესპუბლიკის პირობებში: დემოკრატიული რესპუბლიკას (1918-21); საბჭოთა რესპუბლიკასა (1921-1991) და თანამედროვე რესპუბლიკას (1991-2018); სახელმწიფოებრიობის საწყისი 3- წლიანი პერიოდის სტანდარტსა და ხარისხს, რომელიც, მიუხედავად მომდევნო 70-წლიანი ანტი-სახელმწიფოებრიობისა, იძლევა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ასწლიან სტაჟსა და გამოცდილებაზე საუბრის საფუძველს.
კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებების კვირეულს.
საჯარო ლექციის ფარგლებში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერა.