27 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში Deloitte-ის კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა წამყვანი უნივერსიტეტების შერჩეულმა სტუდენტებმა მიიღეს. შეჯიბრებისას დაკომპლექტდნენ გუნდები, გადაეცათ დავალება და წარადგინეს პრეზენტაციები, რის შემდეგაც ჟიურიმ საუკეთესო გუნდი გამოავლინა.
გამარჯვებულებს კომპანია Deloitte Georgia გასაუბრებაზე ტესტირების გარეშე მიიწვევს და ამ ეტაპის შემდეგ დაასაქმებს
Deloitte, Big Four-ის წევრი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის კლიენტებს აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.