16 მარტიდან კავკასიის უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.
დეტალური ინფორმაცია, ინსტრუქცია და სასწავლო პროცესის გეგმა ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე.შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კავკასიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა 1-ლ აპრილამდე.
ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, მიმდინარე პროცესები დიდი გამოწვევაა. გვჯერა, რომ ამ გამოწვევას, ერთად, ღირსეულად გავუმკლავდებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!