კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა მონაწილეობდა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში EDUPART

14 ივნისი 2023

                                                                           

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ (CSG) მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში EDUPART, რაც მოიცავდა საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებაში დისტანციური სწავლების სამი კურსის ჩატარებას  DSL Moodle-ის საშუალებით:

 

  1. საჯარო მმართველობა, მოწვ. პროფ. ნინო დოლიძე
  2. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია, მოწვ. პროფ. სერგი კაპანაძე
  3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მენეჯმენტი, მოწვ. პროფ. თინათინ კუპრაშვილი

 

EDUPART-ის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ეწვივნენ თბილისს, ოთხდღიანი ინტენსიური სესიებისთვის თემაზე: „საქართველოს საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა: რეფორმები და შედეგები“. ღონისძიებას მასპინძლობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტი და სახელმწიფო მართვის სკოლა.

 

პროექტის მონაწილეებს მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, ქ-ნი ირენა მელუა, კავკასიის სახელმწიფო მართვის  სკოლის დეკანი და NISPACee-ის პრეზიდენტი, ქ-ნი ეკა აკობია და დისტანციური სწავლების კურსის ინსტრუქტორები. კავკასიის მმართველობის სკოლამ პროექტის მონაწილეებს გადასცა ონლაინ ტრენინგ-კურსების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ადგილობრივი სესიების ფარგლებში EDUPART-ის მონაწილეებმა მოისმინეს შემდეგი თემები საქართველოს PA-ს რეფორმების შესახებ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისგან:

 

  • რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA) ეფექტური საჯარო ადმინისტრირებისთვის: საქართველოს გამოცდილება
  • საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მართვა: გამჭვირვალობა და ეფექტურობა
  • ელექტრონული მმართველობა: მოქალაქეებისთვის ციფრული სერვისების მიწოდება
  • საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) საქართველოში
  • პოლიტიკის დაგეგმვა საქართველოს საჯარო სექტორში
  • პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება საქართველოში
  • სიმულაციური სავარჯიშო მმართველობაში

 

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივ სსო-ებთან შემდეგ თემებზე:

 

  • IDFI-ის საქმიანობა: სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში
  • საარჩევნო პროცესები საქართველოში: საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები არჩევნებისა და არჩევნების მონიტორინგის დროს
  • სსო-ების ჩართულობა ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებაში
  • საქართველოს ევროპული გზა: მთავარი გამოწვევები

 

სესიები უზრუნველყოფდა უნარ-ჩვევების განვითარებას და ცოდნას საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში და იყო, პროექტის მონაწილეთა შეფასებით, უაღრესად ინტერაქციული და საინტერესო.