24 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის CU რა? სად? როდის? გაიმართა.
თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი "დამნაშავე ვინ არის?", გუნდის წევრები იყვნენ - სანდრო ლომიძე; ნიკა განაძე; რატი ჩიქოვანი; ლუკა გვრიტიშვილი - სკოლა კომაროვი.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი "ტიტანი გელა", გუნდის წევრები იყვნენ -საბა ჭელიძე (არაშენდას საჯარო სკოლა); ნოდარი მენთეშაშვილი (ველისციხის საჯარო სკოლა); გეგა ფრიდონაშვილი (მელაანის საჯარო სკოლა); გიორგი მათიაშვილი (ველისციხის საჯარო სკოლა).
მესამე ადგილზე გავიდა გუნდი "თაროელი", გუნდის წევრები იყვნენ - თინათინ ნარმანია (ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა); ნინი ქათამაძე (სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელმწიფო მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია); მარიტა დათიშვილი (ქართულ-ამერიკული სკოლა); ლუკა ზვიადაური (ქართულ-ამერიკული სკოლა).
I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ, რომელიც დააფინანსებს საბაკალავრო პროგრამების სწავლის საფასურს. პირველ ადგილზე გასულ გუნდს, ასევე გამარჯვებულის თასი გადაეცა.
თამაში კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? წევრმა, იოსებ ბერიკაშვილმა, ჩაატარა.