ერაზმუს+აკადემიური მობილობის ფარგლებში სახელმწიფო მართვის სკოლის ასისტენტ პროფესორის ვიზიტი დუბლინში

14 აპრილი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასისტენტ პროფესორი გიორგი ბადრიძე ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში დუბლინს ეწვია. მას დუბლინის უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფოს სკოლამ 8-14 აპრილის პერიოდში უმასპინძლა.

 

გიორგი ბადრიძემ ლექციები წაიკითხა ბაკალავრიატის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის (ალექს ბატუროს საგანი “პოსტ-საბჭოთა და რუსეთის პოლიტიკა” და ასოცირებული პროფესორი, დონაკა ო ბეაჩანის “პოსტ-საბჭოთა პოლიტიკა” ფარგლებში). ლექციების ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია სტუდენტებთან. ასევე, გაიმართა კვლევითი სემინარი რეგიონით დაინტერესებულ დოქტორანტებთან.  

 

მობილობის ფარგლებში, გიორგი ბადრიძე შეხვდა სამართლისა და სახელმწიფოს სკოლის აკადემიიისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და განიხილა კავკასიის უნივერსიტეტსა და დუბლინიის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.