ერიკ ლივნის საჯარო ლექცია

7 მარტი 2019

7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ერიკ ლივნის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „განათლება 21-ე საუკუნისთვის: ფართო, ღრმა თუ მოქნილი?"

 

ერიკ ლივნიმ ისაუბრა განათლებაზე სხვადასხვა ეპოქაში, წარსულ გამოცდილებაზე, დასაქმების სიმცირეზე სოფლის მეურნეობის სფეროში და ა.შ.

 

ასევე განიხილა რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიების განვითარებას და რა გავლენას ახდენს ის დღევანდელობაზე.

 

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ და მათზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.