ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის დამფუძნებლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 ივნისი 2018

7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციისა (EPLO) და ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, სპირიდონ ფლოღაიტისი.

 

სპიროს ფლოგაიტისი შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, ასევე, სამართლის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანებს, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორებს.

 

შეხვედრაზე განიხილეს სწავლების მეთოდები, სამართლისა და საჯარო მმართველობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.

 

სპირიდონ ფლოღაიტისმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად კამპუსი დაათვალიერა.