ღონისძიებები აბიტურიენტებისთვის

1 აპრილი 2019

2018-2019 აკადემიური წელს აბიტურიენტებისთვის გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები, კამპუს ტურები, ინდივიდუალური შეხვედრები დეკანებთან და სხვა.

 

აბიტურიენტებისთვის გაიმართა ბიზნესის სკოლისა და სამართლის სკოლის ვორკშოპები. სასწავლო წლის მსვლელობისას ჩატარდა კონკურსები „ლოგიკური თამაშების ლიგა“ და „არქიტექტონი.“  გაიმართა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი და ასევე ჩატარდა ტრენინგი - მოლაპარაკებების ხელოვნება.

 

კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატი CU Cup 2018, რომელშიც თბილისის 25 სკოლა მონაწილეობდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა 2018-2019 სასწავლო წელს საინფორმაციო შეხვედრაზე 400, კამპუს ტურზე 200, ხოლო საერთო ჯამში 1100-მდე აბიტურიენტს უმასპინძლა.

 

მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიმდინარეობს აბიტურიენტების დასწრება ლექციებზე, მიმართულებების და მათი ინტერესების მიხედვით.