18 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად EY საქართველოს მმართველი პარტნიორი - რუსლან ხოროშვილი იმყოფებოდა. მან კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დასაქმების პერსპექტივები დეტალურად მიმოიხილა.
შეხვედრა ინტერაქციის ფორმატით მიმდინარეობდა. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დაკომპლექტდნენ გუნდები, რომლებსაც დავალება მიეცათ, დასრულებისას მათ მოკლე პრეზენტაცია ადგილზე წარადგინეს.
სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება, რომლის ჩანაწერები გამოქვეყნდება კომპანიის ფეისბუქ გვერდზე და შეფასებების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც უქმე დღეებში გაემგზავრება ბათუმში, მათ მიერ შერჩეულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტალანტების მოძიების გუნდის წევრები, ანა ხვედელიძე და ქეთი სხირტლაძე, ასევე მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი - ნათია მელთაური.