კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელთან

3 დეკემბერი 2018

3 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას უძღვებოდა აშშ-ს საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, თეა კუჭუხიძე.

 

საინფორმაციო შეხვედრას საბაკალავრო საფეხურის პირველი, მეორე, მესამე კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გაცვლითი პროგრამების როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური საკითხების შესახებ.

 

გასათვალისწინებელია, რომ ,,UGRAD"-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის, ნებისმიერი ფაკულტეტის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი აკადემიური სემეტრი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში გაატარონ.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს SUSI-ს საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით, რომლიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ 5 კვირიან საზაფხულო პროგრამაში, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ აქტივობებს.