კავკასიის უნივერსიტეტმა 47 უნივერსიტეტს უმასპინძლა

11 იანვარი
ისინი საქართველოში საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში არიან ჩამოსული, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გამომდინარე იქიდან, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს, შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტების დაახლოვება და მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება.