ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ჩაატარა. მათ შორის იყვნენ ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ჩეხეთის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე-ნოდარ სურგულაძე და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში-ეკა ტყეშელაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და რექტორმა ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებიდან, აშშ-დან, აფრიკიდან. მათ გამართეს დისკუსია IAUP-ის აქტივობებისა და მომსახურების შესახებ.
IAUP არის მსოფლიოს უმაღლესი განათლების წარმომადგენელი უნივერსიტეტების აღმასრულებელი პრეზიდენტების/რექტორების ასოციაცია. ასოციაციის წევრობა დაშვებულია მხოლოდ იმ უნივერსიტეტების პრეზიდენტების, რექტორებისა და ვიცე-კანცლერებისათვის, რომლებსაც აქვთ მოპოვებული რეგიონალური აკრედიტაცია.