9-12 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიაში, ACE-ს ყოველწლიური შეხვედრა იმართება, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის და IAUP-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია ესწრება.
ამერიკის განათლების საბჭოს 101-ე საერთაშორისო კონფერენციისა და შეხვედრის სპონსორია IAUP - უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია.
ACE-ს წლევანდელი კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების სფეროში არსებული ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრის გზების მოძებნას, სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობით.