7 ივლისს, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება - ქართული საღამო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები; საქართველოს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები.
მიღების ფარგლებში საზოგადოებას სიტყვით მიმართა - საქართველოს ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე ისაუბრა, აუდიტორიას გააცნო პროგრამა “ისწავლე საქართველოში“ (Study In Georgia) და ამ პროგრამის ფარგელბში არსებული შესაძლებლობები განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
ღონისძიებაზე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით შესრულდა ქართული ცეკვები, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა წარმოადგინა. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ნახეს საქართველოში სწავლისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა.
საღამოზე ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საჭირო კონტაქტები, მათ შორის, განეხილათ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები.