კავკასიის უნივერსიტეტში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები და ვიზიტები

13 მაისი 2019

2018-2019 აკადემიურ წელს, კავკასიის უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. შედგა ვიზიტები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მიმართულებითაც.

 

კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ლექციები, ვიზიტები და შეხვედრები. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საქართველოს IV პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა მედიასთან და აუდიტორიასთან სწორედ კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ასევე სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ

 

სასწავლო წლის მანძილზე უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციები:

 

  • ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, გერი ჯეიკობსის საჯარო ლექცია თემაზე: "Mind, Thinking, Creativity, Personality & Individuality";
  • სამხრეთ კალიფორნიის საჯარო დიპლომატიის ცენტრის მკვლევარის, ვივიან ვოკერის (PHD) საჯარო ლექცია თემაზე: ,,დეზინფორმაცია და სტრატეგიული კომუნიკაცია“;
  • სოციოლოგიის დოქტორის, საბერძნეთის ეროვნული ბანკის ისტორიული არქივის მკვლევრის, ნიკოს პანტელაკისის საჯარო ლექცია თემაზე: „ალექსანდრე დიომედე და ბერძენ დევნილთა ინტეგრაციის საკითხი 1922 წლის მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ“;
  • მსოფლიო დონის სპიკერის, გაყიდვების ტრენერისა და წიგნის საეთაშორისო დაჯილდოების პრიზიორი ავტორის, ასოკა ჯინადაზას საჯარო ლექცია თემაზე: ,,მასშტაბური შიდა ლიდერობის განვითარება კომპანიაში“;
  • პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო (1918-2018)“;
  • საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი წერეთელის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: "ქართული დემოკრატიის 100 წელი";
  • საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური ცხოვრების ქრონიკა 1989 წლიდან დღემდე”;
  • ერიკ ლივნის საჯარო ლექცია, თემები: „თანამედროვე საჯარო სკოლების ფუნქცია და სწავლების მეთოდები", „უმაღლესი განათლების სისტემა, ლექციების სტრუქტურა და ძირითადი აქცენტები".

 

კავკასიის უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: „ირანისა და საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და სამეცნიერო ურთიერთობები“. ასევე გაიმართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას საჯარო ლექცია თემაზე: „Japanese Culture and Traditional Values of Japanese Enterprise.“

 

სასწავლო წლის მსვლელობისას, CSB Alumni Talks-ის ფარგლებში ჩატარდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის და ასევე, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორის, ლევან გიორგაძის საჯარო ლექციები.

 

2018-2019 სასწავლო წელს დაიწყო კავკასიის ეკონომიკის სკოლის და საქართველოს ეროვნული ბანკის საჯარო ლექციების სერია. პირველი ლექცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გამართა.

 

აღსანიშნავია რომ კავასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ საბერძნეთში, ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მსმენელებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის აქტუალური საკითხები"