19 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „აისეკ საქართველო“-ს წარმომადგენლებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია 6 კვირიანი საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ, რომელიც ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს მასპინძელ ქვეყანაში მოუწევთ ჩართულობა მრავალ სოციალურ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
„აისეკ საქართველო“ არის კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი, რომელსაც გააჩნია 70 წლიანი გამოცდილება და საქმიანობას ეწევა 120-ზე მეტ ქვეყანაში. ორგანიზაცია სტუდენტებს აძლევს საშუალებას განივითარონ ლიდერული უნარები, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს.