კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები სომხეთში

20 აპრილი 2017

20-28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც Erasmus+ ის პროექტ MediArt-ის ფარგლებში სომხეთში -  ქალაქ ერევანში გაიმართა.

 

Youth4Media-ს ორგანიზებით, სომხეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრისა და “Centrum Wspolpracy Mlodziezy” თანაორგანიზებით ჩატარდა MediArt-ის ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონეთის, გერმანიისა და საქართველოს მედიაფაკულტეტის სტუდენტები.

 

MediArt-ის მონაწილეები 4 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი: I - თანამედროვე ხელოვნება, II - ვიდეო რეპორტაჟი, III - მოკლემეტრაჟიანი ფილმი და IV - ანიმაცია. ჯგუფებს  ჰქონდათ დავალება დაემზადებინათ პროდუქტი სოციალურ თემატიკაზე.

 

ტრენინგის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების ჯგუფმა მოაწყო გამოფენა, რომელზეც მათ მიერ შექმნილი, განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებული, ნახატები გამოიფინა. ვიდეო რეპორტაჟის ჯგუფმა გადაიღო რეპორტაჟი ლტოლვილების შესახებ, ფილმისა და ანიმაციის ჯგუფებმა კი გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც ეძღვნებოდა ქალისა და მამაკაცის როლს საზოგადოებაში. 

 

შეხვედრის  ფარგლებში ასევე გაიმართა სხვადასხვა კულტური ღონისძიებები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი 2016 წლიდან მონაწილეობს  Erasmus+ ის პროგრამაში Youth in Action, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია გერმანიაში  Youth4Media.