5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ტრენინგ პროგრამის "Private Sector Development and Strategic Business" - ის კურსდამთავრებულები.
სტუმრებმა მოინახულეს უნივერსიტეტში არსებული სტარტაპ აქსელერატორი "C10" და დაესწრნენ შეხვედრას, სადაც აქსელერატორის მენეჯერმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინეს პრეზენტაცია "C10" - ის საქამიანობის შესახებ, ისაუბრეს თუ როგორ უწყობს ხელს აქსელერატორი ქართული სტარტაპების განვითარებას და მიმოიხილეს საქართველოში არსებული სტარტაპ სექტორი.