ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი 2017

22 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia, Italy) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის მიზანი იყი უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+ ის მობილობის პროექტის ფარგლებში არსებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის იმ სტუდენტებთან, აკადემიური და ადმინისტრაციულ პერსონალთან, რომლებიც უკვე იმიყოფებოდნენ  მობილობით ტუშას უნივერსიტეტში და ასევე კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ტუშას უნივერისტეტის გაცვლით სტუდენტებთან.