30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა აბიტურიენტებისთვის. შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, არსებულს პროგრამებს და იმ შესაძლებლობებს, რასაც CU მათ სთავაზობს.
საინფორმაციო შეხვედრის შემდგომ, აბიტურიენტებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ერთობლივი პროგრამების შესახებ, ასევე შეხვდნენ სკოლების დეკანებს.
ერთობლივი პროგრამებია:
- ბიზნესის ადმინისტრირება რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად (საფრანგეთი);
- კიბერუსაფრთხოება ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად (აშშ);
- კომპიუტერული მეცნიერება ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ);
- მასპინძლობის მენეჯმენტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ).
პროგრამები შესაძლებლობას იძლევა: ისწავლო 3 წელი; მიიღო ორი უნივერსიტეტის დიპლომი; ისწავლო საზღვარგარეთ; ისწავლო სპეციალობებზე, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ.