16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე შეხვდა.
კახა კალაძე სტუდენტებს დედაქალაქის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ქალაქის მერმა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან ერთად უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, უნივერსიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს. დაახლოებით, 4000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, განათლება სასიამოვნო გარემოში მიიღოს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე უნივერსიტეტი, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტში მერის მოადგილე მაია ბითაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.