9 სექტემბერს, კავასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ათენში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „უმაღლესი განათლების აქტუალური საკითხები საქართველოში, ევროპული განათლების სისტემის კონტექსტში.“
ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებულმა „ბერძნულ-ქართულმა თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ განაახლა საჯარო ლექციათა ციკლი: „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო" სწორედ ამ ციკლის ფარგლებში მიიწვიეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი საბერძნეთში.
კავკასიის უნივერსიტეტს ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. კავკასიის უნივერსიტეტმა ორჯერ წარმატებით ჩაატარა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელეთა ჯგუფების საქმიანი მიღება ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე, მათი რეკომენდაციით რამდენიმე ათენელმა ქართველმა ემიგრანტმა შეძლო კავკასიის უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შეღავათებით სწავლა.