14 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისთვის მოძრაობის უმთავრესი გეგმებისა და ამოცანების გაცნობა იყო.
ღონისძიების ბოლოს სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ მამუკა ხაზარაძისთვის კითხვები დაესვათ.