წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

1 თებერვალი 2018

1-ლ თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა მწერალ დავით გაბუნიას უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ავტორმა რაიმონდ კარვერის მოთხრობა „აზაბანა,“ შემდეგ კი საკუთარი რომანიდან - „დაშლა“ ამონარიდი წაიკითხა. დავით გაბუნიამ წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და რამდენიმე მწერალზე ისაუბრა.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ღონისძიებაა და მასში მონაწილეთა რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს, საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს უკვე მესამედ შეუერთდა.

 

დავით გაბუნია არის ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი, ასევე თეატრალური პრემია "დურუჯის" მფლობელი. მწერლის სადებიუტო რომანი - "დაშლა", 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალისთვის გერმანულად გამოიცემა. "დაშლა" პირველი ქართული წიგნი იქნება, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული გამომცემლობა Rowohlt Verlag გამოსცემს.