20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს, თუ რატომ და როგორ ეხებათ ეს კამპანია სტუდენტებს. სტუდენტებმა სპიკერს თემის გარშემო კითხვები დაუსვეს და დისკუსია გამართეს.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, საქართველოში მესამედ აღინიშნა მამის დღე ახალ მზიურში, სადაც სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი. მამის დღის აღნიშვნას მრავალი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია და კერძო კომპანია უერთდება, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი.