ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან

28 დეკემბერი 2017

28 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, პრაქტიკის გზით, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის შესაბამისი პროფესიის ბაკალავრებისა და მაგისტრების შერჩევა, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები.

 

ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ-ის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პროექტი -„საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.