ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 იანვარი 2019

24 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდეტმა სასწავლო დარგში ნუგზარ სხირტლაძემ და წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარემ ჟაკს პოტდევინიმ მოაწერეს.

 

ხელშეკრულების მიზანია, განსაზღვროს უნივერსიტეტისა და ფონდის შესაბამისი როლი და პასუხისმგებლობები საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ფონდის ფუნქციონირებაში, ევროკავშირის დირექტივებისა და საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიხედვით, რაც განსაზღვრულია აპროქსიმაციის პერიოდის დღის წესრიგით, ასევე სამომავლოდ შესაბამისი აქტივობები.