18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციას - GVCA შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა განავითარონ ორმხრივად სასარგებლო საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო და დაეხმარონ სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციას დირექტორმა აიეტ კუკავამ.