სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

10 სექტემბერი 2018

10 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 1000-ით გაიზარდა.