აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია კავკასიის უნივერსიტეტში

13 თებერვალი 2019

                     

 

                                                                           

  

კავკასიის უნივერსიტეტში, ახალი აკადემიური წლიდან, სტუდენტებში აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე, პლაგიატზე და მისი აღმოფხვრის გზებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი პლაგიატიზმის შესახებ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და დერეფნებში განთავსებულ მოლბერტებზე.

 

რეგულირდება აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსით, რომელიც შემუშავებულია ერაზმუს + პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში.

 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.