4-8 მარტს, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (Lille Catholic University, France) ერაზმუს + ის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებს: ვანო ბენიძეს (კავკასიის ეკონომიკის სკოლა); გიორგი დათუკიშვილს (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა); თათია ჟორჟოლიანს (კავკასიის ეკონომიკის სკოლა), დავით ხუციშვილს (კავკასიის ტურიზმის სკოლა); და გივი ამირანაშვილს (კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა) მასპინძლობს.
საერთაშორისო კვირეულის მიზანია, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური პროექტების შესახებ, ასევე მიიღონ მონაწილეობა ინტერკულტურული კომუნიკაციების სესიებში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეული 13 ქვეყნის 42 მონაწილეს აერთიანებს და ეს რიგით მეორე სემინარია, რომელიც ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility) ფარგლებში განხორციელდა, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით.