კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში

28 ივნისი 2022

28 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, იტალიაში, კერძოდ ტუშას უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მას უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორმა სტეფანო უბერტინმა უმასპინძლა.

 

მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი იმ სამომავლო ერთობლივი პროგრამების და სამოქმედო გეგმის განხილვა იყო, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და  ტუშას უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებს.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს წარმატებულად განხორციელებულ არაერთ პროექტს, ღონისძიებასა თუ გაცვლით პროგრამებს.