კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი სასწავლო ცენტრ „სპექტრში“

12 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სკოლების დეკანები, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

 

სტუმრებს სასწავლო ცენტრ „სპექტრის" დამფუძნებელმა ნუნუ ცაკაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრ „სპექტრს“ და კავკასიის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ყოველწლიურად „სპექტრის“ აბიტურიენტები CU-ის აქტიური სტუდენტები ხდებიან.