კავკასიისა და ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი კვლევითი სემინარი

15 ნოემბერი 2018

15 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა თავისი, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკვლევარების კვლევათა მოხსენებებს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სამეცნიერო სტატია - „Do Wealthy Economies have better Accounting Quality? International Evidence” - წარადგინა კავკასიის ბიზნესის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ერეკლე პირველმა.

 

კვლევა ბრემენის უნივერსიტეტის ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და სრული პროფესორის, იოჰენ ციმერმანსის და ერეკლე პირველის ერთობლივი ნაშრომია. კვლევითი პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტის ფარგლებში და დასაბეჭდად განიხილება ჟურნალ „The International Journal of Accounting“-ში.

 

იხილეთ კვლევის ინგლისურენოვანი აბსტრაქტი