24-30 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის (Riga Graduate School of Law) წარმომადგენლებს, ილზე არკლინასა (Ilze Arklina) და საბინე ვაივოდისას (Sabine Vaivodisa) უმასპინძლა.
პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა მეწარმეობის განვითარების ცენტრის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სტუდენტური ღონისძიებებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეება განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.
რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. არსებული თანამშრომლობისას, უნივერსიტეტებს შორის არაერთი წარმატებული მობილობა განხორციელდა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.