6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. ახალი სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ განაწესს და სწავლის პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.
საორიენტაციო შეხვედრებზე პირველკურსელებს სკოლის დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრებზე, ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის და ეკონომიკის სკოლის დეკანებმა პირველკურსელებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.