მაღალი საზოგადობრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში არ დაფიქსირებულა კოვიდ ინფიცირების ფაქტი.
კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივით, 22 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ ჩატარდა შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დაცვაზე, რის საფუძველზეც უნივერსიტეტმა მიიღო დადებითი შეფასება.
განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ყველა რეგულაციის დაცვით. კოვიდ ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, უნივერსიტეტი იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების მიხედვით. კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი სტუდენტი გამოცდებს აღადგენს მოგვიანებით.
სტუდენტებს აქტიური და ღია კომუნიკაცია აქვთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის დეკანატებთან.
აქვე აღვნიშნავთ, გამოცდები არ ჩატარდება 30, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს.
ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე საგამოცდო პროცესის ჩაშლისა და უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვის მიზნით.
კავკასიის უნივერსიტეტისთვის ჯანმრთელობა და ხარისხიანი განათლება პრიორიტეტულია.