1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს ეწვივნენ.
სტუმრობის ფარგლებში აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის დაგეგმილ გასართობ აქტივობებში, ღონისძიების მიწურულს ბენეფიციარებს გადაეცათ საჩუქრები და ტკბილეული.