თიბისი ბანკის წარმომადგენლები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

30 მაისი 2017

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ თიბისი ბანკის წამომადგენლები.

 

სტუმრები კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ, პრეზენტაცია  წარუდგინეს სტაჟირების პროგრამების შესახებ და უპასუხეს მათ კითხვებს. 

 

სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ  HR დეპარტამენტის წარმომადგენლები, საკრედიტო რისკების დეპარტამენტის უფროსი და სექტორის უფროსი - კორპორატიული სექტორიდან.