CU დასის სპექტაკლი "არალეგალები"

14 თებერვალი 2020
14 თებერვალს, CU კამპუსის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის "CU დასი" სპექტაკლი - "არალეგალები" გაიმართა.
 
სპექტაკლს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და "CU დასს" წარმატება უსურვა.
 
"CU დასი" უკვე 10 წელია კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს და მოღვაწეობს.
 
სიუჟეტი დაფუძნებულია არტურ მილერის პიესაზე „ხედი ხიდიდან“ და ადაპტირებულია CU დასის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.
 
მონაწილეობენ:

არჩილი - ბათო ახალბედაშვილი 
ბაბი - ანკა თათარაშვილი
ნინო - ანა ჯვარშეიშვილი
ბუკა - ბასტო გოგუა
გიორგი - ალექსანდრე წიკლაური
სოსო - გიორგი გაჩეჩილაძე
ლიზა - მაშო ბაკურაძე
ტასო - სოფი საზუაშვილი
ნათია - ნინი გოგია
ბაკური - ნიკოლოზ მიქავა
ალეკო - კარლენ შახდინაროვი
საიმიგრაციო სამსახურის უფროსი - გოგა თხინვალელი


სპექტაკლის რეჟისორია ვატო ჯუღელი, მხატვარი ნათია მარსაგიშვილი.
 
სპექტაკლში "არალეგალები" გამოყენებულია ლიზოს მუსიკალური ნაწარმოები „Juice”.