პირველკურსელთა წვეულება

20 სექტემბერი 2017

20 სექტემბერს, კლუბში "ანდერვილი" კავკასიის უნივერსიტეტმა პირველკურსელთათვის გამართულ წვეულებას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველ წელს განსხვავებული ფორმატით იმართება.

 

წვეულებას უძღვებოდნენ შოთი ტატიშვილი და თამთა თვალავაძე. 

 

საღამოს დასაწყისში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, სტუმრებს სიტყვით მიმართა, სტუდენტობა მიულოცა და მათთან ერთად ტრადიციული ფოტო გადაიღო. 

 

წამყვანებმა სტუდენტებს სკოლების დეკანები წარუდგინეს, სპეციალურად მომზადებული სცენარით, რომელიც მათთვის სიურპრიზი იყო. 

 

წვეულების ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პირველკურსელებთან ერთად, საზეიმო ტორტი გაჭრა. საღამოს ოფიციალური ნაწილი კი ფეიერვერკით დასრულდა. 

 

CU Welcome Party 2017 გვიანობამდე, ელექტრონული მუსიკის ფონზე გაგრძელდა.