ალექსანდრე ჯეჯელავამ კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერა

10 ივნისი 2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კავკასიის უნივერსიტეტის ახალ შენობაში იმყოფებოდა. მინისტრმა შენობა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან ერთად დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოში, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ზოგადად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

 

აღსანიშნავია, რომ შენობა სადაც კავკასიის უნივერსიტეტი განთავსდება 1909 წელს აშენდა და წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულება - სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.