21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს 2019-2020 სასწავლო წლისათვის გამოცხადებული სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამა. სტუმრებმა სტუდენტებს სამაგისტრო და კვლევითი სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს გერმანიის უნივერსიტეტის შემოთავაზებულ გერმანული ენის კურსებზე.