კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მეექვსე ნაკადის (Batch 6) გახსნა და შერჩეული მონაწილეების პრეზენტაცია გაიმართა.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამაში წინასწარი განაცხადების საფუძველზე 9 სტარტაპ გუნდი შეირჩა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და სახელმწიფო მართვის სკოლიდან. უპირატესობა მიენიჭათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებმაც გამოავლინეს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი.
Batch 6 - ის მონაწილე სტარტაპები: StudOrga, Hatch, Opti, SwipeSights, AI Sakhli , Flexi, Kere, LoadMind, Kan-Guroo
შეხვედრაზე ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს პროგრამის მიზნები და სტრუქტურა, წინა ბეჩების გამოცდილება, მიმდინარე ნაკადის მენტორები, ასევე ის შესაძლებლობები და რესურსები, რომლებიც სტარტაპებს პროგრამის განმავლობაში ექნებათ.
ამასთანავე, მონაწილე გუნდებმა შეხვედრის ფარგლებში თავიანთი ტექნოლოგიური იდეები წარადგინეს.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.
პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
