27 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიასა და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის(IUHB) დირექტორის, ისმეთ დინდარი-მიქელაძის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით დაგეგმილი საკითხები განიხილეს. კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ ტრენინგების სხვადასხვა მიმართულებით ჩატარება, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, იანვრიდან იგეგმება.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (IUHB) მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება.